ის რესურსი, რაც ხელთ აქვთ [ოპოზიციას], ამოწურულია. კანონის მიღების პროცესი გაგრძელდება როგორც დაგეგმილია და საქართველოს ექნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მათი აქციის მიმდინარეობამ გადაინაცვლა პარლამენტის წინ და უნდოდათ დაეკავებინათ ის ადგილი, რომელიც დიდი ხანია დაანონსებულია დღევანდელი შეკრებისთვის. სწორედაც რომ ეს იყო პროვოცირება. არაერთხელ ვაფრთხილებდით ყველას, რომ თავი შეეკავებინათ მსგავსი პროვოკაციებისგან, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა იარაღი გამოიყენეს. გამოიყვანეს მათივე დატრენინგებული ახალგაზრდები, „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლები, სახეწაშლილი ოპოზიციის ლიდერები, თუ პარტიული ტელემედია წარმომადგენლები. ვფიქრობ, ის რესურსი, რაც ხელთ აქვთ [ოპოზიციას], ამოწურულია. კანონის მიღების პროცესი გაგრძელდება როგორც დაგეგმილია და საქართველოს ექნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, - აღნიშნა წილოსანმა.