ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მერობის საერთო კანდიდატ ირაკლი კუპრაძეზე საუბრისას.
„სრულებით არ აქვს მნიშვნელობა ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე - არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით“, - აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, პარტიებმა - „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.