"დროების" მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ უკვე დეკლარირებულად "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია და 2010 წელსაც მის პოლიტიკაში ყოფნას "ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებდა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
"2010 წელს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის სარეკლამო თანხისთვის ნაციონალური მოძრაობა რომ ბიზნესს ატერორებდა, ეს ალბათ ბევრმა არ იცოდით… ჰოდა, ახლა იცოდეთ - "დროების" მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ უკვე დეკლარირებულად "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია და 2010 წელსაც მის პოლიტიკაში ყოფნას "ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებდა" - წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში, სადაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, ბიზნესმენ ვალერ შოშიაშვილს უსმენენ, სადაც განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ბიზნესმენმა სხდომაზე თქვა: 2010 წელს ფინანსურ პოლიციაში მეუბნებიან, რომ "რუსთავი 2"-ზე საეთერო დრო უნდა ვუყიდო გიორგი თარგამაძის პარტია "ქრისტიან-დემოკრატებს", დავალება მოვიდა დავით კირკიტაძის ძმისგან