პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა 25 ნოემბერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„დღის წესრიგი იქნება პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილებიც ცნობა, მთლიანად პარლამენტის სტრუქტურული დაკომპლექტება. დატვირთული პოლიტიკური კვირა გვექნება და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვემსახუროთ იმ იდეას რომლითაც ქართველმა ხალხმა აგვირჩია“, - აღნიშნა წილოსანმა.