"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა "- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.

მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა.. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ. 

ამ რევოლუციის ორგანიზატორებზე კი ვიტყოდი რომ კლასიკური სცენარით “აგენტებად” მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…"- წერს ნინო წილოსანი.

პროკურატურა: 2025 წლის 17 მარტს განახორციელა "ნანუკას ფონდი"-ს, "ფროსფერითი-ს, "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, "სირცხვილია" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშების დაყადაღება