საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში წინასაარჩევნოდ უცხოურ ჩარევებსა და ბორელის დღევანდელ განცხადებაზე საუბრობს.

"სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდი დატვირთული იყო უცხოური ჩარევებით და უცხოელი აქტორების მხრიდან ოპოზიციის წახალისებით, მათ შორის მათი უმრავლესობა დაფუძნებული იყო სრულ ტყუილზე.

ის მოთხოვნები კი, რასაც ისინი წარმოგვიდგენდნენ, ნამდვილად ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც, რომელსაც ოპოზიციამ წინასწარ ჩაუფინა თავისი ორჯონიკისეული გზავნილი და მოთხოვნები, არ გახდება ამ ადამიანების მხრიდან უსაფუძვლო და არასწორი განცხადებების გაკეთების საფუძველი.

ბორელმა ჩვენ უკვე გვაუწყა, რომ ის დახმარება, რომელიც, სხვადასხვა პროექტის სახით, სახელმწიფოებრივ პროექტებში უნდა დახარჯულიყო, ახლა პირდაპირ უნდა მიემართოს აგენტურის გასაძლიერებლად. ამ ფაქტებით კიდევ უფრო ნათელი მოეფინა, რას აფინანსებდნენ და რას კვებავდნენ," - აცხადებს ნინო წილოსანი.