შვედეთმა, კანადამ თქვეს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დროებით თავს შეიკავებენ. რას ამბობ, ეს განცხადებები? შვედეთს უნდოდა, რომ ქართული ხელისუფლება მათი არჩევანით ყოფილიყო განსაზღვრული, ქართველი ხალხის არჩევანი არაფერს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ არჩევანს აღიარებენ, რაც მათ აწყობთ.

„ამ ყველაფრის მეორე ნაწილია, მათ რატომ აწყობთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება? ალბათ არავის აქვს ილუზია, რომ შვედეთს ან სხვა ქვეყნებს პერსონალურად უყვართ მიხეილ სააკაშვილი, მელია ან ელისაშვილი. რა თქმა უნდა, მათ თავიანთი ზეგავლენა და გავლენა უყვართ ქვეყნის შიდა აგენტებზე და ვითომ პოლიტიკოსებზე, ვინც ერთმნიშვნელოვნად დავალებებს ასრულებს. სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიაც ამ არჩევანზე წარიმართა, ქართველი ხალხი რას უჭერს მხარს, მხარს უჭერს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ პარტიას თუ გარედან დირექტივებით მართულ ოპოზიციას“, – განაცხადა წილოსანმა.