საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილი ვიზიტების მთავრობის მიერ გაუქმებას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა - წერს ნინო ლომჯარია.