სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ მინისტრობას ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.
1/2 ირაკლი კობახიძე, გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ 🇦🇲-🇬🇪 სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) February 9, 2024