"საკმარისზე მეტი რამ იკითხება იმ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შპიგელს მისცა. 
ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ენმ-ის ამომრჩეველზე და მჯერა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამოქვეყნებული სტატია დამატებითი საკვებია ფიქრისა და ანალიზისთვის." - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ 


ხვალ გვექნება არა უბრალოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნები - ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა. ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. ამ არჩევნებზე ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა გადაწყვიტონ ძველი მეთოდებით მოხდება პარტიის მართვა თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად მომავალია. 
2023 წელია, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გვინდა რომ გავხდეთ, სამართლიანი პრეტენზია გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან და ამ დროს ჩვენ ტრადიციას ვამკვიდრებთ შიგნით, რომ დათო კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა არაფორმალურად მართონ პარტია?! სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ადამიანები წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები არიან და პარტიის სიცოცხლისუნარიანობისთვის ძალიან დიდი რისკის შემცვლელი." - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში " ღამის მთავარი".

ცნობისთვის, მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" განაცხადა, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ 

ექსპრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა.