სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას სოციალურ ქსელში წერს.
"სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.
ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.
მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები!"- - წერს ნიკა მელია.