ნაციონალური მოძრაობა თანამოაზრეთა იდეური ერთობაა, რომელიც შეიქმნა და არსებობს ცვლილებებისათვის, უკეთესი მომავლისკენ სვლისათვის. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ღირსების არჩევნებია - წარსულსა და მომავალს შორის. - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 26 168 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სიმართლითა და ღირსებით გავიმარჯვებთ!დარეგისტრირდით - https://bit.ly/NikaMelia - წერს ნიკა მელია.