მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის - ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"პირველი შთაბეჭდილება - გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი პრინციპში, თებერვალ-მარტში , როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც, რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი.
მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად." თქვა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ.
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას №12 რუსთავის ციხე დატოვა.