მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებისგან სჭირდება ღია და მკაფიო აღიარება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროა და არავითარი ევროინტეგრაცია არ იქნება - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:
სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ტურნე ევროპის დედაქალაქებში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქართულმა ოცნებამ მას თანხმობა არ მისცა ამისთვის და მის ვიზიტებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და ღიად გმობს.
ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილას, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ოცნების ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ის არ მივიღოთ.
ps რაში აწყობთ სტატუსზე უარი, საარჩევნოდ პრობლემები ექნებათ და ასე შემდეგ მოსაზრებები არარელევანტურია. მათ რა აწყობთ, არ აქვს მნიშვნელობა. გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება, მიიღება მოსკოვში და გაიცემა შესაბამისი დავალება.
რატომ აწყობს სტატუსზე უარი და ამით საკუთარი მარიონეტული ხელისუფლების რყევა მოსკოვს, ასევე არარელევანტური არგუმენტია. მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებისგან სჭირდება ღია და მკაფიო აღიარება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროა და არავითარი ევროინტეგრაცია არ იქნება. მას სჭირდება ამგვარი აღიარება აქ და ახლა, და ამგვარ აღიარებებს მისთვის განსაკუთრებული ფასი დაედო უკრაინასთან მისი მარცხის კონტექსტში.