მე არ ვაბარებ გიორგი გახარიას ანგარიშს, რას ვაპირებ და როდის" - ასე უპასუხა პარტია "ახალი"-ს ლიდერმა ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტი პარტიის დასმულ კითხვას "კურიერთან"
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის პარტია "საქართველოსთვის", სოციალურ ქსელში ე.წ. ქარდით, სამ ოპოზიციურ პარტიას მიმართავს.
"კითხვა პარტიებს, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ. "ახალი", "ნაცები", "ლელო" რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?" - წერს პარტია
როგორ ირკვევა ექსპრემიერმინისტრის პარტია 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
"ჩვენ გვაქვს უბრალოდ კითხვა მათთან, რომელსაც აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, ჩვენკენ გადმოიტანონ ეს ისრები. ჩვენ ვსვამთ უბრალოდ კითხვას, რა არის მათი ალტერნატივა ბოიკოტის შემთხვევაში?" - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი.
პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "გახარია ეს არის განახლებული "ნაცმოძრაობა". ის არის იმ პატრონის ქვეშ, რომელი პატრონის ქვეშაც არის "ნაცმოძრაობა", თავისი ანასხლეტებით, იქ ახლა ახალი "ნაცმოძრაობა" იქნება, ძველი, „ლელო“ იქნება თუ თავად გახარია ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჟესტი, რომელიც გამოაქვეყნა, აბა რა არის ახლა თქვენი გეგმა - ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თავისი საერთო პატრონის მიმართ კონკურენციაში არიან. გახარია ახლა ეჯიბრება "ნაცმოძრაობა" ახალს, "ნაცმოძრაობა" ძველს, "ლელოს" და თავის პატრონთან ცდილობს, რომ აღნიშნოს რაღაც თავისი უპირატესობა იმიტომ, რომ ამ აგენტურაში ყველაზე კარგი აგენტურა მე ვარო".
გიორგი გახარიას პარტიისთვის ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არცერთ პარტიას არ გაუცია.