ოპოზიციის ლიდერები ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. 

"ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას, არა უცხოეთი ან რომელიმე სხვა. ლეგიტიმაცია-დელეგიტიმაციის საკითხები წყდება ქვეყნის შიგნით. პირველი ვარიანტია ქართველი ხალხი თუ განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მის ნებას. მეორე ვარიანტია, გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა თითქოს ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ქოცია. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს დელეგიტიმაცია გამოეცხადება ქვეყნის შიგნით და ხალხის ნება იქნება გამეორებული საერთაშორისო სარბიელზე.

გამორიცხულია, რომ კოალიციას ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს პარლამენტში შესვლაზე და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები გამოხატოს ამგვარად," - განაცხადა "კოალიცია საქართველოს" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების  99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან. "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-მ 225 680-ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 10.923%-ს შეადგენს.