სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა აწ უკვე სანქცირებული მოსამართლის, ირაკლი შენგელიას ნათესავი - თამარ ღვამიჩავა - ამის შესახებ „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა აწ უკვე სანქცირებული მოსამართლის, ირაკლი შენგელიას ნათესავი - თამარ ღვამიჩავა.მხოლოდ სწორი შეფასებები საკმარისი არ არის, რა იქნება რომ თქვას, როგორ დანიშნა ეს წევრი ამ თანამდებობაზე? გახდეს სისტემის მამხილებელი და არა შემფასებელი.პრეზიდენტი ამ სიჩუმით ხელს აფარებს სანქცირებულ მოსამართლეებს.ამ თემაზე სტატიას კომენტარში დავამატებ“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.