ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ენმ ავრცელებს და წერს, რომ პარტიას ჰყავს უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და მმართველობითი ორგანოები და გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ თავს და ამავდროულად თავს ესხმიან მას.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს.
ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში.
მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს “რუსული ოცნების” მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.
გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.
პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.
სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.
“ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობის და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს." - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.