ევროპა მოლაპარაკებებს ყინავს და კარს ხურავს, პრემიერი ამაყი ორსავ ნაბიჯით და ღირსების გრძნობით სადღაც ჯანდაბაში მიაბიჯებს, ოცნებაში რომ ევროპად ეზმანება. - ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტში პრემიერ მინისტრის წლიური ანგარიშით გამოსვლას ეხმაურება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტის არ დაესწრო:
"სერიიდან:
ის, რაც ხდება
დღეს პარლამენტში პრემიერის მოხსენება იყო.
რაც ტვ-თი თვალი მოვკარი, ერთი გირჩელი ესწრებოდა ოპოზიციიდან.
ვერ გაბედესო - ასე ახსნა პრემიერმა ოპოზიციის ბოიკოტი.
- ეგენი დებატებში ვერ შემოდიან და ამიტომ ვერ ბედავენ მოსვლასო.
- დებატებში იმიტომ ვერ შემოდიან, რომ ინტელექტი არ უწყობთ ხელსო - ასეთი ლოგიკა განავითარა პრემიერმა და ზედ წყალგაუვალი არგუმემტი დააჭედა: 4- ჯერ ჰქონდათ შანსი ინტერპელაციით მოვსულიყავი და არც ერთი არ გამოიყენეს, არ მომიწვიესო.
და მერე ბრძანა :
ჩვენო, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთო და სიღარიბე აღმოვფხვრათო.
სიღარიბე დავძლიეთო, მაგრამ მთლად კმაყოფილები არ ვართ და რომ აღმოვფხვრით, მერე ვიქნებით კმაყოფილებიო და ვმუშაობთო.
ორივე საკითხზე ვმუშაობთო- გაერთიანებაზეც და აღმოფხვრაზეცო.
და ეს პრემიერი აცხადებს, დებატებში შემოსვლას ვერ ბედავთ, უინტელექტოები ხართო.
ინტელექტუალური მოხსენება კი დამყარებული იყო წარმატებებზე ყველა დარგში, რომელიც პარამეტრებით ევროპულს ედარება ან უსწრებს.
ცხადია, თქვა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში გაწევრიანებისთვის სრულიად მზად ვიქნებითო და ამ სიტყვებზე ოცნების გუნდის დეპუტატების წინ მოფრიალე ევროპულ დროშებს სულ შრიალი გაუდიოდა.
ამერიკული სანქციები კისერზე ებჯინებათ,
ევროპა მოლაპარაკებებს ყინავს და კარს ხურავს, პრემიერი ამაყი ორსავ ნაბიჯით და ღირსების გრძნობით სადღაც ჯანდაბაში მიაბიჯებს, ოცნებაში რომ ევროპად ეზმანება.
და ტრიბუნიდან გადმოგვყივ/გადმიგვძახებს: აი, თქვე უარგუმენტო უინტელექტოებო, თქვენაო."