აგენტის მაგივრად მტრედიც რომ დაარქვათ, ეს სიმშვიდეს ვერ მოიტანს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ხალხის ძალას" მიერ ინიცირებული ე.წ. "აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

"თქვენ ამბობთ, მეტი გამჭვირვალობაო და ეს მეტი გამჭვირვალობა რა არის, ვერ ასაბუთებთ ვერანაირად, გარდა იმისა, რომ მეტი და მეტი გინდათ. მაგრამ ამ დროს, არ გინდათ იმათი გამჭვირვალობა, რომლებსაც კარგად აკონტროლებთ და არ არიან რისკის შემცველი თქვენთვის.

ერთი სიტყვით, აგენტის მაგივრად მტრედიც რომ დაარქვათ, ეს სიმშვიდეს ვერ მოიტანს. სიმშვიდეს მოიტანს მხოლოდ ის, რომ გაიწვიოთ ეს კანონპროექტი, თუ არადა, მერე, მოღალატის თქმაზე კი არ შეიგინებით, არამედ ისხდებით სახლში და თავში იცემთ: "ეს რა გავაკეთეთო" -განაცხადა ნატო ჩხეიძემ.