თუ ანტიდასავლური ხელისუფლება არ შევცვალეთ, ქვეყანას ვერ დავაბრუნებთ კალაპოტში და ძალადობრივი პროცესებისთვის ვართ განწირულნი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„არავინ არ არის ძალადობაზე ზედამხედველი, არავინ აღარ არის ხმამაღლა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სიტყვის ამომღები. საზოგადოება დღეს არის დაუცველი.
ჩვენ მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უმძიმეს ძალადობრივ გარემოში, შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან, რომლის ხელშია დღეს ძალაუფლების მთელი ბერკეტი. წინასწარ რთულია პროგნოზი. გამოსავალი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ გაფორმებულად ანტიდასავლური ხელისუფლება გვყავს და თუ ამ ანტიდასავლური ხელისუფლება არ შევცვალეთ, ქვეყანას ვერ დავაბრუნებთ კალაპოტში, ასეთი ძალადობრივი პროცესებისთვის ვართ განწირულნი".- განაცხადა მეზვრიშვილმა.