პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს „სიების ჩახსნა“ და რეგისტრაციაზე უარი, იურიდიულ ნონსენსზე როცა მიდიხარ, დამატებით იმედგაცრუებას იწვევ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკო-ს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას.

კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ“, – წერს ნათია მეზვრიშვილი. 

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.