„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე, რომელიც ბათუმში ნიკა მელიას შიდაპარტიულ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, პარტიის ლიდერებს აკრიტიკებს. მირდატ ქამადაძე, სოციალურ ქსელის მეშვეობით, პარტიის ამჟამინდელ ლიდერებს უსვამს კითხვას და ითხოვს პასუხს - რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, მათ შორის სააკაშვილთან მიმართებით.
„ლევან ხაბეიშვილი იძახის - რა გეგმას ითხოვთ, პოლიტიკაში გაწერილი გეგმა არ არისო... ვაჟკაცი და შეუპოვარი შაშკინი იძახის - გეგმას საჯაროდ არ ვიტყვით, ქოცებმა არ გაიგონო. :))) ვანო მერაბიშვილი მატყუარაა, არანაკლები ვიდრე ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილი. საჯრო პოლიტიკა არ აინტერესებს ვანოსო. საჯარო პოლიტიკა არც ბიძინას აინტერესებს, მაგრამ რასაც უშვება ქვეყანას კი ვხედავთ. ზუსტად იგივეს უშვება ვანო მერაბიშვილი ახლა პარტიასაც და ზოგადად საზოგადოებაში არსებულ საპროტესტო მუხტსაც. ამიტომ, მე კითხვა მაქვს ნაც მოძრაობის "ახალ" მენეჯმენტთან: 9 აპრილს დაანონსებული საპროტესტო აქცია უწყვეტი აქციაა და მიშას ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანამდე გრძელდება თუ ვიკრიბებით და ვიშლებით? და საერთოდ, ხელისუფლების მიმართ რა არის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა ამ აქციაზე? კონკრეტული და გასაგები პასუხი გვაინტერესებს! ჩამოყალიბდით და ისე გვიპასუხეთ“,- წერს, მირდატ ქამადაძე.