საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს გაცნობითი შეხვედრა გავმართე წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან.
განვიხილეთ საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
წმინდა საყდრის დესპანს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადე."