„თავისთავად, ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა წევრი, მათ შორის, სპორტსმენები ჩართოს იმ ყალბ კამპანიაში, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნეს, ცალსახად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები ცდილობენ სპორტსმენების შეცდომაში შეყვანასა და თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას.
„როგორ ბედავენ რადიკალები, რომ სპორტსმენებს მიმართავენ? ეს შეურაცხმყოფელია. ბიჭებმა უნდა დაინახონ, რომ ვიღაცები ამ სამარცხვინო, ყალბ კამპანიაში მათ ჩართვას ცდილობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ მათი დაფინანსებები გამჭვირვალე გახდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.