ვერ დამისახელებთ ვერცერთ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლად, საქართველოს მოთხოვნებიდან გამომდინარე შექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაინახა პრობლემები და ამით ოპონირებს ხელისუფლებასთან, ასეთი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ფრთაზე ვინც აქტიურობს, მათი 99% დამოკიდებულია გარე ძალებზე.
„ვინც კი დღეს რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს, გინდა სოციალურ ქსელში ან არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, აქტივისტები ვინც არიან, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ., მათი 99% არის დამოკიდებული გარე ძალებზე, ყველას აქვს შეხება გარე აქტორთან, ან დაფინანსებით, ან იდეოლოგიით, ან პირდაპირი კავშირით. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლად, საქართველოს წიაღიდან, მოთხოვნებიდან გაჩენილი შექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაინახა პრობლემები და ამით ოპონირებს საკუთარ ხელისუფლებასთან, ასეთი არ არსებობს. დამოუკიდებელი ექსპერტი იქნება თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ყველას რაღაც სახით შეხება აქვს, ან ჩართულია პროცესებში, ან დაფინანსებით, ან ორგანიზაციის წევრია, ან რაღაც სახით ერთად არიან წარმოდგენილები. ეს იცის დამკვეთმა, ეს არის „დიფ სთეითი“. როდის უნდა მოხდეს, იცით, მათი მხილება? როცა ისინი ქილიკს იწყებენ. ე.ი. სწორად მიდის გზავნილები მათი მიმართულებით და მაშინ იწყებენ ქილიკს – რა „დიფ სთეითი?!““ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.