საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შობას ულოცავს მოქალაქეებს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, შობა არის სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაული.
„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.




