თვითონ ოპოზიციამ გადასარევად იცის, ყველამ უკლებლივ, ვინ დადიოდა [მოლაპარაკებებზე], რას აკეთებდნენ, რომ რამენაირად ხელი შეეშალათ ქვეყნისთვის წარმატებაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ცნობილი ფრაზა, შუბი ხალათში არ დაიმალება. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ეს გამოაშკარავდება, გარკვეული მწვავე პერიოდი რომ იყო ამას საგულდაგულოდ მალავდა ოპოზიცია, ცდილობდა არ წარმოეჩინა. ხელისუფლების მხრიდან [ოპოზიციის მიზნებზე] საჯაროდ საუბარი ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არ არის ახალი ამბავი. თვითონ ოპოზიციამ გადასარევად იცის, ყველამ უკლებლივ, ვინ დადიოდა [დასავლეთში] და რას აკეთებდნენ, რომ ხელი შეეშალათ რამენაირად ქვეყნისთვის წარმატებაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.