ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პრემიერის ვიზიტს აშშ-ში ეხმაურება:
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილია ჩასული და დღეს ის ქადაგებს დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე. საქმეც მაგაშია, რომ ქართველ კაცს რომ ეუბნები, სულ რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე იყოს, რომ ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ყოფილა ადეიშვილი, მასთან ურთიერთობას იქონიებ და სხვასთან არ იქონიებ - გასაგებია რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ორმაგი სტანდარტი. მე ვშიშობ, რომ ეს ბევრწილად განპირობებული შეცდომით აღქმებში, არასწორი აღქმებია ჩამოყალიბებული და ამ დამახინჯებას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო იგივე იმ არასამთავორობო ორგანიზაციებმა, რომლებზეც პირდაპირ ვამბობთ. რად უნდა ან ანტიკორუფციული სააგენტოს დასკვნა რაიმე, ქართველი ხალხი ვერ ხედავს, რომ გიგაური პოლიტიკური აქტორია?" - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.