საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვებით შეცდომა დაუშვა. როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, მამულაშვილი ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს.
„მე მგონია, ქალბატონმა ნონამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი საპარლამენტო მოღვაწეობისას მაინცდამაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ოდიოზური ნაბიჯით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. როგორც ჩანს, ის აღიქვამს საკუთარ შეცდომას და მცდარ დამოკიდებულებას, ზოგადად, საპარლამენტო მოღვაწეობაში ოპოზიციის ჩართულობასა და როლთან დაკავშირებით, ახლა ცდილობს, ამ მიმართულებით რაღაცნაირად მომხრეები შეიამხანაგოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაცმოძრაობიდან“ წასული ნონა მამულაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ არაფერი ესაქმება ე.წ. პარლამენტში“.