ადამიანი „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის იმავე სტატუსის უნდა გავხადოთ, რაც ჟიული შარტავს აქვს? - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"შეუძლებელია მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ადამიანი გმირად გამოაცხადო. დღეს ჩემი რამდენიმე კოლეგა ამ პიროვნებას მადლობას მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის უხდიდა, რაც მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია. თუ ვიღაცას შეეშალა ან შეიძლება ვიღაცის მოწოდებას აჰყვა, ეს არის ქმედება რაც დაუშვებელია, მიუღებელია და მას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
რას ეუბნებიან საზოგადოებას?! - ადამიანი მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის იმავე სტატუსის უნდა გავხადოთ, რა სტატუსიც ჟიული შარტავს აქვს?", - განაცხადა სარჯველაძემ.