დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ბრალმდებლები, რომ დიახ, დღეს საქართველოში ხელისუფლება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ პოზიციებთან, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
„როდესაც ამ მოცულობის აქციას, ამდენ ადამიანს ხედავენ, რომელიც ხელისუფლებას გულშემატკივრობს, ეს რა თქმა უნდა ყოველგვარ ნიადაგს და დასაყრდენს აცლის მათ განვითარებულ მსჯელობას, რომ თითქოს ხელისუფლებას აქვს მხარდაჭერის დეფიციტი. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მაბრაზებს ის გარემოება, როდესაც აქ შეკრებილ საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს ისინი აყენებენ შეურაცხყოფას იმით, რომ თითქოს დააძალეს აქ ჩამოსვლა და აკლიათ გულწრფელი მოტივაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს და აფასებდეს იმ ღირებულებებს, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება ხელისუფლება. ეს არის მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, რაც რა თქმა უნდა ნომერ პირველი ღირებულებაა ჩვენთვის. ყველაფრის გათვალისწინებით, მეტი კორექტულობა მართებს თითოეულ ადამიანს. მათი განცხადებები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართველ ხალხს აქვს ანტაგონისტური განწყობა ოპოზიციის მიმართ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ბრალმდებლები, რომ დიახ, დღეს საქართველოში ხელისუფლება აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ პოზიციებთან, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს მოსახლეობას“, - განაცხადა სარჯველაძემ.