ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი - ერს სოციალურ ქსელში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ვივა მედის" კლინიკაში ბუბა კიკაბიძესთან ბოლო შეხვედრის კადრს აქვეყნებს.
"ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა - ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.