მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინ თსუ-თან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, გამორჩეულსა და საამაყო ახალგაზრდას ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მსგავს საამაყო ახალგაზრდებზე ხელის აღმართავ ძალას დიდი დრო არ დარჩენია!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.