შევარდნაძის დროს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კრიმინალზე და ხშირად ხელს უწყობდა მას. ჩემ დროს კრიმინალი მთლიანად ამოვძირკვეთ, ახლა კი კრიმინალი პირდაპირ ხელისუფლებაშია მოსული. რაც შეეხება რიჟვაძეს, მის მიმართ ვერანაირ თანაგრძნობას ვერ ვგრძნობ, თავის დროზე ახალი ბათუმი და აჭარა ავაშენეთ იმის ხარჯზე, რომ ფულს ხალხს ვახმარდით და რიჟვაძემ კი აჭარლებს მოჰპარა 200 მილიონი დოლარი (სწორედ ამდენის მიტანას ითხოვს ივანიშვილი). - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რიჟვაძის მსგავსმა მანქურთებმა გადაჭამეს ქვეყანა, მაშინ როცა არც მე და არც ლევან ვარშალომიძეს არცერთი ბიზნესი არ გვაქვს.
რაც შეეხება ფაქტებს, რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.
თითოეული ქართველის თავზე წამოსკუპებული მაფია არა მხოლოდ ძარცვავს და იჭერს, არამედ სულ უფრო ხშირად კლავს.
ასე გაგრძელდება მანამ სანამ ხელს არ შევუბრუნებთ. " - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - დაკავებულია 1 პირი
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს სამედიცინო დაწესებულებიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი.