"ე.ი. ოფიციალურად გამოცხადდა კუნთმაგრების პრიორიტეტი გონიერებაზე. ეს არის ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაშისტურმა რეჟიმმა აკრძალა უცხოური გრანტებით ქართული განათლების და მეცნიერების დაფინანსება, ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს სპორტული ფედერაციებისთვის.  

ე.ი. ოფიციალურად გამოცხადდა კუნთმაგრების პრიორიტეტი გონიერებაზე. ეს არის ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება.  

ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე."- წერს მიხეილ სააკაშვილი.