დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დიდთოვლობის სტიქიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკიდან სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ოდესაში გუბერნატორად მუშაობის დროს მოხდა დიდთოვლობა და უამრავი ადამიანი გაიჭედა სოფლებში, ასევე ავტობუსებში და მანქანებში კიევ ოდესის ტრასაზე.

მე დავამობილიზე 27-ვე რაიონის გამგებელი, მათ თავი მოუყარეს მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე აამუშავეს ცხელი საკვების მიტანის მობილური პუნქტები.

მე თვითონ გავიარე ოდესა-კიევის მაგისტრალი სადაც რამდენიმე ადგილზე მოვუყარეთ თავი გაჩხერულ მგზავრებს, ჩავუტანეთ საკვები, საწვავი და ბიო-ტუალეტები.

ასევე მე პირადად ჩავფრინდი ერთ-ერთ შორეულ სოფელში მშობიარე ქალის გამოსაყვანად.

იმის გამო რომ ჩემი ადმინისტრაცია დაკომპლექტებული იყო არაკორუმპირებული, კონკურსით შერჩეული, ძირითადად დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდებით, მათ ბევრად უკეთესად მოახერხეს ორგანიზება, ვიდრე ძველმა კადრებმა. შედეგად არცერთი ადამიანი არ დაგვღუპვია 3 მილიონიან ოლქში და მოძრაობაც მაქსიმალურად სწრაფად აღდგა." - წერს მიხეილ სააკაშვილი.