პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მუხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დასავლეთი ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ოპოზიციასთან ერთად, ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებიც "მობილიზებულები და მიმწოლები" უნდა იყვნენ.
"ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ, 20-ში არის წლისთავი გავრილოვის ღამის, იმედია, ხალხი ამას აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ჩვენ არასდროს მოვხრით თავს რუსეთის წინაშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









