ანაკლიის პორტი პირდაპირ ხელში გადასცეს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, ჩვენი მტრის მოკავშირეებს, ჩინელებს. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ საუბარი, რომ ჩინელებმა შეიძლება ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოს კეთილდღეობა, მიუღებელია! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლაზიკა მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა ასევე აფხაზეთისთვის.

"ანაკლიის პორტი პირდაპირ ხელში გადასცეს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, მტრის მოკავშირეებს ჩინელებს. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ საუბარი, რომ ჩინელებმა შეიძლება ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოს კეთილდღეობა, ეს მიუღებელია. მინდა ყველას შევახსენო, ჩვენ რომ დაგვცლოდა ერთი წელი ლაზიკის პორტი უკვე აშენებული იქნებოდა. შემთხვევითი არ რომ ამ პორტს ლაზიკა ერქვა, ამას აქვს თავისი სტრატეგიული ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსი, როგორც რეგიონული ჰაბის. რამდენიმე მილიონი ლაზი ცხოვრობს ჩვენს რეგიონში, მათ შორის ძალიან მდიდარი ინვესტორები არსებობენ. ლაზიკა ასევე იქნებოდა მიზიდულობის ცენტრი აფხაზეთისთვის, ყველასთვის ვინც აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებით გადმოდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.