„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ"- ამის შესახებ ყოფილმა რწმუნებულმა შიდა ქართლში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.
მიხეილ ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე საუბრისას მას საშიში ადამიანი უწოდა.
„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
ცნობისათვის: 2024-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მიხეილ ქარელი მუშაობდა.