მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია ვინმე იყოს - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არც გაუჭირდებოდათ. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება - უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე კიდევ ველოდოთ რაღაცას?! იმედია, ეს ომი დამთავრდება, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.