პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს, დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
„თვითონ სუსზე მინდა ვთქვა - ორგანიზაცია არის საკმაოდ ჩამოყალიბებული და დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო სტაბილურად არის, თუ ეს მსოფლიო დონის გამოწვევები საქართველოს ნაკლებად შეეხო, ეს პროფესიონალური გუნდის დიდი დამსახურებაა. მამუკა მდინარაძეს ასეთი გუნდის მართვის კარგი გამოცდილება აქვს. სადაც იყო მამუკა დღემდე, ყველგან თავი გამოიჩინა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა
ანრი ოხანაშვილმა სუსის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.