"ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ, მაგას ალეკო გეტყვითო. ამ დროს ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა?" - წერს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის:

„ჰო ხედავთ უკვე რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმის, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული, ეს რა მაგარი ამბავია“, - ეს განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა, მაშინ, როდესაც თეთრიწყაროს მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

მოსამართლემ, ბიულეტენის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 22:00 საათზე გამოაცხადა, ალეკო ელისაშვილმა კი პირდაპირ ჩართვაში რამდენიმე წუთით ადრე თქვა ის, რაც წესით არავის უნდა სცოდნოდა, ვიდრე მოსამართლე არ გააჟღერებდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ გაცილებით ადრე გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმაც“, რომელმაც ვებ-გვერდზე 18:53 საათზე დაწერა: „თეთრიწყაროს სასამართლომ დაადგინა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“.

საიდან ჰქონდათ ინფორმაცია როგორც „მთავარ არხს“, ასევე, ალეკო ელისაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ იქამდე, სანამ მოსამართლე მას არ გააჟღერებდა, ჯერ უცნობია.

ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტების კითხვას  არ უპასუხა, საიდან იცოდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმაზე ადრე, ვიდრე მას სასამართლოს დარბაზში მოსამართლე გამოაცხადებდა.

ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იქამდე საუბრობდა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გაახმოვანებდა.

უფრო კონკრეტულად, ზუსტად 20 საათსა და 58 წუთზე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დროს, ვლადიმერ ხუჭუას ჯერ გადაწყვეტილება საჯაროდ გამოცხადებული არ ჰქონდა.