ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს, ბულინგს ვინც ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ჩვენც მაგ პოზიციაზე ვართ, მოიკითხეთ, ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად. ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად. გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და სადმე მოლაპარაკებაზე უარს თუ ნახავთ, მერე თუ გინდათ, აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა დაბულინგება?“ – წერს მამუკა მდინარაძე.