როდესაც ჰააგა და სტრასბურგი ჩვენ ჯერ კიდევ მოგებული არ გვქონდა, საუბრისგან ძალიან თავს ვიკავებდით, განსაკუთრებით ცნობილი რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტთან დაკავშირებით, სადაც ქართველ სამხედროებს რუს სამხედროებთან ერთად ომის დანაშაულში ადანაშაულებდნენ და ამისთვის მხარი ჰქონდათ დაჭერილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ამ პუნქტზე ჩვენ საერთოდ არ ვლაპარაკობდით, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებული უნდა იყოს, რას მალავს „ნაციონალური მოძრაობა“.

„2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით გაუფრთხილებლად დაბომბვამ ესკალაცია ახალ საომარ ეტაპზე გადაიტანაო, ამას დაუჭირეს მხარი, მაგრამ იმავე რეზოლუციაში ისიც წერია, რომ შესაძლო სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს თითქოს ქართველმა სამხედროებმა, რეალურად კი, გმირებმა, როგორც დადასტურდა სასამართლოებით, ამასაც დაუჭირეს მხარი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ეს შემთხვევით არ ხდება. რომელიმე ადამიანს, რომელიც მომისმენს, ბოლო „ნაციც“ რომ იყოს, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე გამორჩეული რადიკალური წარმომადგენელი, იმას სჯერა, რომ შეიძლება იმის დაჯერება, „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც გამქრალი იყო წლების განმავლობაში, შემთხვევით გაქრა და სადღაც, რომელიღაცა ბაზაზე იყო შენახული? ამისი დაჯერება შეიძლება? თუ აქეთ ადანაშაულებდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ქართველ გმირებს, რომლის დანაშაულში ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, რაღაცის ჩაფარცხვა, რაღაცის გადაფარვა. ეს 7 აგვისტო საიდან მოვიდა? რა დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობენ, რაშია საქმე? მთელ მსოფლიოს რომ ანახეს 7 აგვისტოს ღამე, აქედან იქით დაბომბვის კადრები, ეს რას ემსახურება? ამ ყველაფერზე პასუხი საბოლოოდ გაცემული არ არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო. ფილმიც გადაიღეს 08.08.08. მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა? შინდისის გმირების ისტორია 11-ში დაიწერა, ხომ? ეს თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.