როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] , რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ძალიან უცნაურია, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში. ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ბუნებრივია, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, თუკი გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები. კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და რომელიც დღეს ეფარება კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში და მეორეს მხრივ, ცდილობს რომ თავის გადარჩენის მიზნით მას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა მდინარაძემ.