ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიციირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის - ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ