"ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი - წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:
"უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს!
26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის, ჩევენი სამშობლოს ჭეშმარიტი ევროპული, ტრადიციული, ქრისტიანული მომავლის დასაცავად!
რაც შეეხება მეორე, უსამშობლო აგენტების მხარეს - ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო
ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი - წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის
რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა".