ჯერ არ ვიცი, ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ნაცტელევიზიები საკუთარი სამშობლოს მტრები არიან, ქმედითი, მავნებელი მტრები.

"ჯერ არ ვიცი, ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა, რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად, თვითონ დადეს საჯაროდ! ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას. საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა „რუსულს“ ვერ მოაშორებ პირიდან“, – წერს მამუკა მდინარაძე.