ცდილობენ, ერთ ქართველსაც კი დააჯერონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის რომ აჯერებ, რომ 300 000 ხმა გაგიყალბეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით.

„თუკი ამ ქვეყანაში ვინმე არის დარჩენილი, რომელიც ფიქრობს, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება რეალური იყოს, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და იფიქროს ბევრი, რა მოხდა ასეთი, როგორ მოატყუეს. გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი - ყველა ცდილობს, რომ ერთ ქართველსაც კი დააჯეროს რომ 300 000 ხმა გაყალბდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის რომ აჯერებ, რომ 300 000 ხმა გაგიყალბეს. 300 000 ხმის გაყალბებაზე სერიოზულად რომ მელაპარაკოს ვინმემ, მე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. ეს მათი ამომრჩევლის საქმეა, ასე იგრძნობს თუ არა თავს. ამ ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს იმისიც სჯერა, რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება ჰყავს. მათი ნებაა, ეს რწმენის საკითხია და არა არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის. ვიღაცას ასე სწამს და აძლევს ხმას სააკაშვილს, გვარამიას, ქვეყნის მოღალატე გახარიას, თაღლით ხაზარაძეს როგორ პროევროპელს. მას ასე სჯერა, რომ ეს ხალხია პროევროპელი და ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა, ეს ხალხი - რუსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.